“რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება პიროვნებისთვის და რა როლს ასრულებს მის ფორმირებაში?” _ ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად და მშობლების ჰიპერმზრუნველობისგან თავის დასაღწევად ლუკასი საფრანგეთში მიემგზავრება სასწავლებლად, თუმცა იქ ბოჰემურ ცხოვრებაში გადაეშვება: ინთქმება ხორციელ ვნებებში, ეძალება სასმელს, ნარკოტიკს და ღამის ცხოვრებას. თანამედროვე სამყაროს აურზაურში დაკარგულ ლუკასს წარსულიდან უმშვენიერესი მატილდა ეცხადება. ის მისი აკრძალული სიყვარულია. სამყარო თუ საბედისწერო შემთხვევითობა ლუკასსა და “ხორბალას” შანსს აძლევს, ერთი კვირა ერთ ოთახში გაატარონ. მატილდა და ლუკასი ერთმანეთში თავშესაფარს პოულობენ და თავიანთ სულებს აშიშვლებენ: აღიარებენ ღრმად დამალულ შიშებსა და კომპლექსებს, იხსენებენ წარსულის შეცდომებს, ფარდას ხდიან ბავშვობის ტრავმებსა და საიდუმლოებებს… მთელ ამ ამბავს ფონად მიჰყვება და მკითხველს განწყობას უქმნის წითელი ღვინის გემო, პარიზული ხედები, სულში ჩამწვდომი მუსიკა და გამაბრუებელი არომატები…
Description
Additional information
| სერია | გახდი ბესტსელერის ავტორი |
|---|---|
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2023 |
| ISBN | 9789941356162 |
| ჟანრი | მხატვრული ლიტერატურა |


Reviews
There are no reviews yet.