როდისმე სიტყვების ან წინადადებების უკუღმა
წაკითხვა თუ გიცდია, ან ფრთამოტეხილი ჩიტი თუ
გიპოვია ეზოში და ექიმივით მოგივლია მისთვის?
წვიმის სიმღერაც არ მოგისმენია? არც ლექსი
დაგიწერია და არც მენაყინეობაზე გიოცნებია?
მაშინ აუცილებლად უნდა გაიცნო ამ მშვენიერი
წიგნის პატარა ონავარი გმირი, ანანო. ანანო
უამრავ რამეზე ოცნებობს, უკუღმაც კითხულობს და
სხვა ძალიან სახალისო რამეებსაც აკეთებს. კიდევ,
იცი, რა აქვს? მეგობრობის დღიური! იმ დღიურში
ისეთი საინტერესო რამეები წერია!..
წაიკითხე ეს წიგნი, გაერთე და ანანოს
მეგობრობის დღიურის შეკითხვებსაც უპასუხე.
მერე იმასაც მიხვდები, რას ნიშნავს ეს უცნაური
სიტყვა – „ონანა“.
Description
Additional information
| სერია | გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი |
|---|---|
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2024 |
| ISBN | 9789941380006 |
| ჟანრი | საბავშვო შემეცნებითი |


Reviews
There are no reviews yet.