ყველა დროის ყველაზე პოპულარული ლიტერატურული გმირი – „პალიტრა კლასიკაში“!
მას ძეგლებს დღემდე უდგამენ, მასზე ფილმებს იღებენ და სპექტაკლებს დგამენ. დონ-კიხოტი – ჩაგრულთა ქომაგი, უკეთესი მომავლის იმედით სავსე მეოცნებე, მელანქოლიური ფილოსოფოსი, მებრძოლი და ფანტაზიორი – დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ სახედ, რომლის შექმნითაც მიგელ დე სერვანტესმა სამუდამოდ დაიკავა განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.
სერვანტესის წიგნი მარადიულ თემებზეა – მშვიდობაზე, ომზე, ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირებასა და ამ ბრძოლის დაუსრულებლობაზე, ხვალინდელი დღის იმედზე.
ქართველ მკითხველს წილად ხვდა ბედნიერება, ამ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ძეგლს ჩვენი დროის უდიდესი მოღვაწის, ბაჩანა ბრეგვაძის, ბრწყინვალე თარგმანით იცნობდეს.


Reviews
There are no reviews yet.