“ახალგაზრდა აგნესი კარჩაკეტილ ცხოვრებასთან დამშვიდობებასა და სამყაროს გაცნობას მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც მისი ოჯახი მატერიალურ გასაჭირში აღმოჩნდება. განათლებულსა და კარგად აღზრდილს, რომე-ლიმე მდიდარი ოჯახის გუვერნანტობა საუკეთესო გამოსავლად მიაჩნია და იმედებით სავსე ტოვებს მშობლიურ სახლს. სამყარო კი, თურმე, სულ სხვანაირია – სიხარულით ხელგაშლილი არ ეგებება აგნესს, სადაცაა იმედებს დაუმსხვრევს და ადამიანებისადმი ნდობასაც დააკარგვინებს. ერთ განსაცდელს მეორე მოსდევს, თითქოს მთელი ქვეყანა მის წინააღმდეგ ამხედრდა…
თუმცა, ძნელია, მოერიო ადამიანს, რომელიც მხნეობის, გონიერებისა და მოთმინების მაგალითია. ალბათ, სწორედ ამ ღირსებების გამო დაიმსახურა მთავარმა გმირმა, რომ უმცროსი ბრონტეს პირველ რომანს სწორედ მისი სახელი – „აგნეს გრეი“ – ერქვას.”
Description
Additional information
| სერია | ქალების კალმით |
|---|---|
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2025 |
| ISBN | 9789941329036 |
| ჟანრი | მხატვრული ლიტერატურა |


Reviews
There are no reviews yet.