იცხოკ ბაშევის ზინგერი – მონა 20,40  Save:3,00 (15%)
Description

მე-17 საუკუნე. პოლონეთი. ადგილობრივებისა და ებრაული თემის თანაცხოვრება უნდობლობით, შუღლით და სისხლით არის სავსე. იაკობი წარჩინებული ებრაელია, დაწყებითი ებრაული ტრადიციული სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ძალიან ახალგაზრდას შეეხო ამ დაპირისპირების მსახვრალი ხელი _ ჰაიდამაკებმა დაარბიეს, გადაწვეს და გაჟლიტეს მისი ქალაქი და ამ დაუნდობელ ანგარიშსწორებას შეეწირა იაკობის ცოლ-შვილიც.
ის ცოცხალი გადარჩა, მაგრამ, უპოვარი და უსახლკარო, პოლონელი გლეხის ოჯახს მონად მიჰყიდეს. განმარტოებული, გამრჯე, კეთილსინდისიერი და საკუთარ რწმენაში ჩაძირული იაკობისთვის ერთადერთი თავშესაფარი ლოცვაა. მაგრამ თანდათან მის გულს სხვაგვარი ფორიაქიც ეპარება, რომლის მიზეზიც პოლონელი ვანდაა _ სოფელში მარგალიტივით გამორჩეული, ოქროსფერნაწნავებიანი გლეხის ქალი.
ორი რელიგია, ორი ხალხი, ორი ტრადიცია და წეს-ჩვეულებები _ ყველაფერი ამ სიყვარულის წინააღმდეგაა, მაგრამ ის უძლეველია, თუმცა მსხვერპლსაც ითხოვს…
„მონა“ პოლონელ-ამერიკელი მწერლის, ლიტერატურის დარგში 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, იცხოკ (ისააკ) ბაშევის ზინგერის, მსოფლიო ბესტსელერია.

Additional information
სერია

ლიტერე ინვენტე

თარგმანი

კატია ვოლტერსი

ყდის ტიპი

მაგარი

წიგნის ენა

ქართული

გამოშვების წელი

2025

ISBN

9789941385513

ჟანრი

მხატვრული ლიტერატურა

Reviews (0)

Ratings

0.0

0 Product Ratings
5
0
4
0
3
0
2
0
1
0

Review this product

Share your thoughts with other customers

Write a review

Reviews

There are no reviews yet.