მოსწავლის არჩევანი-თხუთმეტი წლის კაპიტანი VI – VII კლასიდან 9,60  Save:2,00 (20%)
Description

“ახალი ჰორიზონტების აღმომჩენი” მწერალი, რომელსაც არასოდეს უმოგზაურია, თუმცა მილიონობით მკითხველს სამყარო წიგნივით გადაუშალა და ფანტასტიკური მოგზაურობისა და თავგადასავლების დაუვიწყარი ეპიზოდები შესთავაზა. ეს ჟიულ ვერნია _ სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი და სათავგადასავლო რომანების ავტორი. დაემგზავრეთ კაპიტან ნემოსა და პროფესორ არონაკსს წყალქვეშა უკიდეგანო სამყაროსკენ _ იქ საოცარი აღმოჩენები გელოდებათ; ინჟინერ სმიტს კი უკაცრიელ, საინტერესო კუნძულზე გაჰყევით; რობერტ და მერი გრანტები მამას _ კაპიტან გრანტს _ ეძებენ… გაიგეთ, სად ჩაუშვებენ ღუზას და იპოვიან თუ არა მამა; ჩრდილოეთი პოლუსი ახლოს მოგეჩვენებათ, თუ შეუპოვარი და გაბედული კაპიტან ჯონ ჰატერასის საოცარ თავგადასავალს გაეცნობით; ამის მერე კი აღარც აფრიკის სანაპიროებისკენ “პილიგრიმით” გაცურვის შეგეშინდებათ, თუნდაც გემს თხუთმეტი წლის კაპიტანი მართავდეს. თითოეული “მგავრობისას” ფათერაკები და მოულოდნელობები ჩვეულებრივი ამბავია, უჩვეულო და წარმოუდგენელი სიტუაციები კი ის თილისმებია, რომლებიც მკითხველს ჟიულ ვერნის ლიტერატურის მოყვარულად აქცევს.

Additional information
სერია

მოსწავლის არჩევანი

ყდის ტიპი

მაგარი

წიგნის ენა

ქართული

გამოშვების წელი

2023

ISBN

9789941359538

ჟანრი

მხატვრული ლიტერატურა

Reviews (0)

Ratings

0.0

0 Product Ratings
5
0
4
0
3
0
2
0
1
0

Review this product

Share your thoughts with other customers

Write a review

Reviews

There are no reviews yet.