ცეცხლი და სისხლი
ტარგარიენთა გავლენიანი საგვარეულოს აღზევება ცეცხლით დაიწყო _ ცეცხლისმფრქვეველი დრაკონები იყვნენ მათი ძლიერების საყრდენი. ცეცხლში ჩაიბუგა ყველა ურჩი და მათი დიდებული ციხე-დარბაზები, მიწები _ ზოგი აყვავებული, ზოგი კი მწირი. დრაკონების ცეცხლში ქვებიც კი იწვოდა.
გადიოდა ხანი და ტარგარიენები მრავლდებოდნენ. მრავლდებოდნენ მათი შთამომავლებიც… რკინის ტახტი ანდამატივით იზიდავდა ყველას _ და ძმას წაეკიდა, შვილი _ მშობლებს, შურმა და შუღლმა დაასუსტა ერთ დროს უძლეველი ტარგარიენები და დაიწყო დასასრული, ამჯერად სისხლით… რადგან დრაკონებიც არ არიან უკვდავნი, ერთ მშვენიერ დღეს მათი ცეცხლიც ინავლება…


Reviews
There are no reviews yet.