დიდებული პარიზული სასტუმრო „მაჟესტიკის“ სარდაფში მდიდარი ამერიკელის მეუღლეს კლავენ… რა უნდოდა ქალს სარდაფში , სასტუმროს პერსონალის სამუშაო ადგილას, თანაც დილაადრიან და ხელჩანთაში ფულითა და რევოლვერით? ვის უნდა შეხვედროდა სარდაფში? იქნებ რაღაც საიდუმლოს მალავდა? დაეჭვების საფუძველი ნამდვილად ჰქონდა კომისარ მეგრეს, მითუმეტეს, ქალი ფრანგი ყოფილა და მისი პატარა ბიჭიც სულ არ ჰგავდა მის ამერიკელ რესპექტაბელურ მეუღლეს. ამ ძალზე საინტერესო დეტექტივის მიხედვით პირველი კინოფილმი საფრანგეთში 1944 წელს რეჟისორმა რიშარ პოტიემ გადაიღო, მეორედ კი „სასტუმრო „მაჟესტიკის“ სარდაფები“ მე-7 სერიად შევიდა ცნობილ სერიალში „მეგრე“. კომისრის როლი მსახიობმა ბრუნო კრემერმა განასახიერა.
Description
Additional information
| სერია | სიმენონი |
|---|---|
| თარგმანი | ეკატერინე სუმბათაშვილი |
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2024 |
| ISBN | 9789941380754 |
| ჟანრი | მხატვრული ლიტერატურა |


Reviews
There are no reviews yet.