როსტომ ჩხეიძის “შავი ჩოხა” (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა) ბიოგრაფიულ რომანთა რკალის ერთი უარსებითესი “ხრტილია” – გამორჩეული ქრონოტოპითა და გამორჩეულივე პერსონაჟ(ებ)ით.
… როგორც ყოველ რომანში როსტომ ჩხეიძისა, ქაქუცას – ცენტრალური პერსონაჟის – პორტრეტის (სწორედ პორტრეტის და არა აბრის) გარშემო შემოიქსოვება პანორამული ტილო – ეპოქის მონუმენტური ისტორიულ-მხატვრული განაზრება, სადაც მეტაფორულ საჭადრაკო დაფაზე, თითოეულ “ფიგურას” (მეფეს თუ პაიკს) თავისი ერთადერთი დანიშნულება და სვლა, ერთადერთი როლი თუ ნიღაბი აქვს და ყოველთვის – საბედისწერო.
… დრო გმირობისა ყოველთვისაა, პოსტმოდერნიზმის ხანაშიც კი…”
Description
Additional information
| ყდის ტიპი | მაგარი |
|---|---|
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2024 |
| ISBN | 9789941380761 |
| ჟანრი | ქართველი ავტორები |


Reviews
There are no reviews yet.