ჭამა. ძილი. თამაში. ყველაფერი თავიდან!“ _ ეს შენი დევიზია? თუ განსაკუთრებულად გიყვარს თამაშები, მაშინ ეს წიგნაკი შენთვისაა _ აქ შეგიძლია წაიკითხო კომპიუტერტულ თამაშებთან დაკავშირებული ამბები და ჩაინიშნო ყველაფერი, რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნია. მთავარი კი ის არის, რომ კომპიუტერულ თამაშებში დაოსტატების შანსი გაქვს, თან… ყველასგან მალულად! წიგნაკში გელოდება როგორც სახალისო აქტივობები, ისე თემატური კითხვარები _ ალბათ გაინტერესებს, აქ ” რამდენქულიანი“ ხარ!.. გაქვს ახალი თამაშის შექმნის იდეა, მაგრამ არ იცი, როგორ განახორციელო? შეგიძლია დეტალები საიდუმლო წიგნაკს გაანდო და გაიგო, რამდენად შემოქმედებითი ხარ _ ეს მომავალში სწორი გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებს. და მაინც, გახსოვდეს, რომ ეს ეპიკური წიგნაკი იმისთვისაა, რომ თავისუფალი დრო სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატარო. წიგნაკს მოჰყვება უჩინარმელნიანი კალამი ულტრაიისფერი ნათების ფარნით. ეს რა არის? რა და… წიგნაკში ჩაწერილის წაკითხვას მხოლოდ და მხოლოდ შენ შეძლებ! ისღა დაგრჩენია, დაიწყო. შენ კომპიუტერული თამაშების ჯადოსნური სამყარო გელოდება!
Description
Additional information
| წიგნის ენა | ქართული |
|---|---|
| გამოშვების წელი | 2024 |
| ISBN | 9789941359224 |
| ჟანრი | საბავშვო შემეცნებითი |


Reviews
There are no reviews yet.