ბრიტ-მარი შესანიშნავი დიასახლისია, აღმერთებს წესრიგს: ყოველთვის საღამოს ექვს საათზე ვახშმობს, რადგან, მისი აზრით, ყველა წესიერი კაცი სწორედ ამ დროს ვახშმობს; დილითაც ექვს საათზე დგება, რადგან მხოლოდ სულელები დგებიან უფრო გვიან, და მტკიცედ სჯერა, რომ სოდაზე კარგი სარეცხი საშუალება ამქვეყნად არ გამოუგონებიათ; სანაქებოდ უვლის ქმარსა და მის ორ შვილს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც, 40-წლიანი ქორწინების შემდგომ, აღმოაჩენს, რომ ქმარს „სხვა ქალი“ ჰყავს. და ოჯახიდან მიდის. ბედი გაუღიმებს, მუშაობას ერთ მივარდნილ პატარა ქალაქში იწყებს და იქვე ბინავდება… სულ ცოტა ხანში ბრიტ-მარი მიხვდება, რომ ამ ქალაქში, სადაც უცნაური, ცოტა შერეკილი ხალხიღა შემორჩენილა, იპოვა თავისი ადგილი და, რაც მთავარია, ბედნიერება.
Description
Additional information
| სერია | წლის ბესტსელერი |
|---|---|
| თარგმანი | კონსტანტინე შარვაშიძე |
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2024 |
| ISBN | 9789941358548 |
| ჟანრი | მხატვრული ლიტერატურა |


Reviews
There are no reviews yet.