ემა ძალიან დაკავებულია, მთელი დღე ტელეფონს ჩაჰკირკიტებს, თანამშრომლებისა და ავტორების “საგანგებო სიტუაციებზე” მესიჯებსა და სოციალურ ქსელებში შეტყობინებებს პასუხობს, დედების კომიტეტის აქტიური წევრიცაა, დარბის საქმიან შეხვედრებზე და ამასობაში მისი ყურადღება აკლდება ოჯახს, ქმარსა და ორ შვილს, რომლებიც სიცოცხლეზე მეტად უყვარს. საღამოობით, როცა შინ ქანცგაწყვეტილი ბრუნდება, დიდი გამოცდა და განსაცდელი ელოდება, თანაც ყოველდღე… ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, გაისმის მუხრუჭების ხმა და… დენი მკვდარია.
მეორე დღეს იღვიძებს და… დენი ცოცხალია, ისევ ორშაბათია და ისევ 3 დეკემბერი… ისევ… ისევ და ისევ… როგორ აღუდგება ემა წინ ბედისწერას? საყვარელი ადამიანის გადასარჩენად ნუთუ მისი დიდი სიყვარული არ იქნება საკმარისი?
Description
Additional information
| სერია | გახდი ბესტსელერის ავტორი |
|---|---|
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2024 |
| ISBN | 9789941380075 |
| ჟანრი | მხატვრული ლიტერატურა |


Reviews
There are no reviews yet.