მდინარე ევფრატის პირას მდებარე, მიყრუებული სოფლიდან დედოფლის ლონდონამდე გზა ცრემლით, ტკივილითა და იმედით არის სავსე. ისინი გაექცნენ სამშობლოს, საკუთარ თავს კი _ ვერა. რომანი ერთი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს, რამდენიმე თაობის დიდ თაგვადასავალს. ერთდროულად, უდაბნოს მწველი მზის ქვეშ და ინგლისის ნისლში კრიმინალური, რომანტიკული, ყოფითი, მაგიური დრამა თამაშდება, სადაც ყველა დამნაშავეა და ყველა _ მსხვერპლი.ელიფ შაფაქი _ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე მდგარი მწერალი _ ორი სამყაროს ერთობასა და უცხოობაზე და იმ გულზე, რომელიც ყველაზე ულმობელ სახალხო სამართალს, წეს-განგებას, ტრადიციას, სირცხვილსაც კი არ უშინდება, როცა სიყვარულით ფეთქავს. “ღირსება” არის რომანი, რომელიც ლონდონს არალონდონელების თვალით დაგვანახებს და დაგვაფიქრებს, თუ რას ნიშნავს ღირსება.
Description
Additional information
| სერია | წლის ბესტსელერი |
|---|---|
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2018 |
| ISBN | 9789941358470 |
| ჟანრი | მხატვრული ლიტერატურა |


Reviews
There are no reviews yet.