ჯეინ ოსტინის სამზარეულო 28,80  Save:6,00 (15%)
Description

ბოქს-ჰილზე გამართული პიკნიკი, ვახშამი
ნეზერფილდის მეჯლისზე, მისის ბენეტის ოჯახური
ვახშმები ან თუნდაც დონველის სააბატოს
მდელოებზე მარწყვის კრეფა ნათლად მიანიშნებს,
რომ ჯეინ ოსტინის შემოქმედებაში საკვებს დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა.
ჯეინ ოსტინის სამზარეულო მკითხველს
რეცეპტების ფართო არჩევანს სთავაზობს.
თანამედროვე ეპოქისთვის გაცოცხლებულ,
ადაპტირებული ვერსიით წარმოდგენილ კერძებსა
თუ დესერტებს ჯერაც ოსტინისეული სამყაროსა
და რეგენტობის ხანის სურნელი დაჰკრავს. წიგნში
შესულია ისეთი საუცხოო კერძები, როგორიცაა
ნეზერფილდური თეთრი წვნიანი, ბოქს-ჰილის
საპიკნიკე ღვეზელები, გენერალ ტილნის ცხელი
შოკოლადი და საზაფხულო კენკრის დელიკატესი;
70-ზე მეტი რეცეპტისგან შემდგარი ეს უნიკალური
გამოცემა ჯეინ ოსტინის შემოქმედებით
აღფრთოვანებულ მკითხველს არა მარტო
კულინარიულ გამოცდილებას შესძენს, არამედ
სასიამოვნო ემოციებს აღუძრავს და წარუშლელ
შთაბეჭდილებებსაც დაუტოვებს.
ამ შესანიშნავ წიგნში ჯეინ ოსტინის
შემოქმედებითი სამყარო და მისივე ეპოქის
გასტრონომიული ტრადიციები მოკლე ესეებისა
და რეცეპტების სახით არის წარმოდგენილი, რაც
საშუალებას მოგცემთ, თქვენთვის საყვარელი
ლიტერატურული გმირის შინაგანი სამყარო უფრო
სიღრმისეულად შეიმეცნოთ.

Additional information
ყდის ტიპი

მაგარი

წიგნის ენა

ქართული

გამოშვების წელი

2024

ISBN

9789941383021

ჟანრი

კულინარია

Reviews (0)

Ratings

0.0

0 Product Ratings
5
0
4
0
3
0
2
0
1
0

Review this product

Share your thoughts with other customers

Write a review

Reviews

There are no reviews yet.