ინგლისზე, სიყვარულსა და საზოგადოებაზე დაწერილი რომანების დამსახურებით მწერალი ჯეინ ოსტინი მთელ მსოფლიოში უყვართ, მაგრამ არც ისე ბევრი ვიცით მის ცხოვრებაზე, ინტერესებზე, პირად ურთიერთობებსა თუ იმ სირთულეებზე, რომელთა დაძლევაც სამწერლო ასპარეზზე გამოსულ ქალს უწევდა. „ჯეინ ოსტინის წიგნაკი“ ოსტინის შემოქმედების მოყვარულებს ამ დანაკლისს ნამდვილად შეუვსებს.
„ჯეინ ოსტინის წიგნაკი“ – ესაა წიგნი, რომელიც ერთი მხრივ წარმოგვიდგენს მწერალ ჯეინ ოსტინს თავისი ნაწარმოებების მიღმა და იმავდროულად, გვაცნობს ჯეინის რომანების შექმნის საფუძვლებს, გვიხსნის მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ხანგრძლივი გავლენის მიზეზებს.
ჯეინ ოსტინის ჩანაწერების, წერილებისა და თუ წიგნების გაანალიზებაზე დაყრდნობით, ასევე უამრავი შთამბეჭდავი, მეტყველი ილუსტრაციის მოშველიებით „ჯეინ ოსტინის წიგნაკი“ ნებისმიერ ჩვეულებრივ ბიოგრაფიაზე ნათლად გვიხატავს მწერლის ცხოვრებას.





Reviews
There are no reviews yet.