15 წიგნი 3ტ ალექსანდრე დიუმა 14,40  Save:2,00 (15%)
Description

ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა მონარქია დაემხო, მეფის ტახტი გილიოტინამ დაიკავა „თავისუფლებისა“ და „ახალი წესრიგის“ მცველები ყველას მოჰკვეთენ თავს, ვისაც რეჟიმის მტრად ჩათვლიან. და თუმცა საფრანგეთმა ახალ ეპოქაში სისხლიანი და ტანჯული გზით შეაბიჯა, მისი დედაქალაქი მაინც ყველასთვის მიზიდულობის ცენტრად რჩება. ასეა ჰოფმანისთვისაც გერმანელი სტუდენტისა და მეოცნებე ხელოვანისთვის.

ჰოფმანისთვის სამყარო ერთი დიდი თეატრია, ამ თეატრის მთავარი სცენა კი სწორედ პარიზია და საოცარი, დაუჯერებელი წარმოდგენაც სწორედ ამ ქალაქში ვითარდება. რა ხდება მის თავს? რატომ ივიწყებს ერთგულების აღთქმას? ვინ არის იდუმალი ჩია კაცი? სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის და რა აკავშირებს ამ ყველაფერთან ხავერდისყელსაბამიან ქალს?

ამ კითხვებზე პასუხების ძიება მკითხველს იმ ირეალურ სამყაროში ამოგზაურებს, საიდანაც თავის დაღწევა ჰოფმანივით ხან მოუნდება და ხან არა; ნაწარმოები როგორც რაღაც ზებუნებრივი მოვლენა თქვენც ისევე ჩაგითრევთ, როგორც ჰოფმანი ჩაითრია იდუმალებამ, და გამოგზაურებთ ირეალურ სამყაროში.

Additional information
სერია

15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ

თარგმანი

ეკატერინე სუმბათაშვილი

ყდის ტიპი

მაგარი

წიგნის ენა

ქართული

გამოშვების წელი

2024

ISBN

9789941359132

ჟანრი

მხატვრული ლიტერატურა

Reviews (0)

Ratings

0.0

0 Product Ratings
5
0
4
0
3
0
2
0
1
0

Review this product

Share your thoughts with other customers

Write a review

Reviews

There are no reviews yet.