ვალერიან გაბაშვილს, როგორც რეპრესირებული ოჯახის წევრს, ხალხის მტრის შვილის მძიმე ხვედრი ერგო. მამა – ნიკოლოზ გაბაშვილი, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრი, 1924 წლის აჯანყების მონაწილე, არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. მოგვიანებით, ვალერიან გაბაშვილმა ლიტერატურულ ფსევდონიმად მამის სახელი – ნიკოლოზი აიღო, გაბაონი კი გაბაშვილების გვარის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.
„აივნიანი ქალაქი“ ვალერიან გაბაშვილის ერთადერთი რომანია, რომელიც ახალგაზრდობაში დაწერა. ამ რომანით მწერალმა ქართულ პროზაში ძეგლი დაუდგა XIX საუკუნის თბილისს, მისთვის ნიშანდობლივი კოლორიტითა და მრავალრიცხოვანი, ისტორიული თუ გამოგონილი პერსონაჟებით.
Description
Additional information
| სერია | მხატვრული ლიტერატურა |
|---|---|
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2025 |
| ISBN | 9789941382642 |
| ჟანრი | მხატვრული ლიტერატურა |


Reviews
There are no reviews yet.