ბრენდა რალფ ლუისი – ჩერჩილი 20,40  Save:3,00 (15%)
Description

უინსტონ ჩერჩილი_ გაერთიანებული
სამეფოს პრემიერმინისტრი, მგზნებარე
ორატორი და ნობელის პრემიით
დაჯილდოებული ავტორი ისტორიაში
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო
მოღვაწის სახელით შევიდა.
წიგნში „ჩერჩილი: ილუსტრირებული
ბიოგრაფია“ შეიტყობთ, რამ უბიძგა
სამეფო სამხედრო კოლეჯში, სანდჰერსტის
აკადემიაში, ჩარიცხვისკენ. სამხედრო
მომზადების შემდეგ ის მსახურობდა
კუბაში, ინდოეთსა და სუდანში და
მუშაობდა სამხედრო კორესპონდენტად
სამხრეთ აფრიკაში ბურების ომის დროს,
სადაც საპყრობილეს სასწაულებრივად
დააღწია თავი. 1900 წელს პარლამენტში
შევიდა, მაგრამ მისი „სოციალისტური“
იდეები კოლეგა „კონსერვატორებში“
არაპოპულარული აღმოჩნდა. 1908 წელს
პირველად დაიკავა ადგილი მინისტრთა
კაბინეტში გახდა სამხედრო-საზღვაო
მინისტრი და კურირებდა სამეფო ფლოტის
მომზადებას I მსოფლიო ომში. 1915 წელს,
დარდანელის კამპანიის კრახის გამო,
ჩერჩილი მინისტრთა კაბინეტიდან განდევნეს
და მომდევნო ათი წელი აღმასრულებელ
თანამდებობაზე აღარ ყოფილა. ამ პერიოდში
დიდებული ნარკვევები დაწერა ისტორიაზე
და გერმანიის ნაცისტური რეჟიმის მიმართ
უკიდურესად კრიტიკული გახდა.
1939 წელს საგაზეთო კამპანია დაეხმარა
დაბრუნებულიყო პოლიტიკურ ავანგარდში
და ხელახლა დაინიშნა სამხედრო-საზღვაო
მინისტრად, ერთი წლის შემდეგ კი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. II
მსოფლიო ომის დროს ჩერჩილი მოგვევლინა
შთამბეჭდავ, ქარიზმატულ ლიდერად. ის
რუსეთისა და ამერიკის სამხედრო ძალებს
შეუერთდა და 1945 წელს მოკავშირეთა
გამარჯვების მთავარ არქიტექტორად იქცა.
ომის შემდეგ ის დაუღალავად მუშაობდა
ევროპაში კომუნიზმის გავრცელების
შესაჩერებლად და მჭიდრო ურთიერთობების
დასამყარებლად ბრიტანეთს, შეერთებულ
შტატებსა და თანამეგობრობას შორის.
სიცოცხლის ბოლოს, 1965 წელს, მას მეოცე
საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან
ადამიანად მიიჩნევდნენ.

Additional information
თარგმანი

ლევან ინასარიძე

ყდის ტიპი

მაგარი

წიგნის ენა

ქართული

გამოშვების წელი

2024

ISBN

9789941358647

ჟანრი

ფსიქოლოგია

Reviews (0)

Ratings

0.0

0 Product Ratings
5
0
4
0
3
0
2
0
1
0

Review this product

Share your thoughts with other customers

Write a review

Reviews

There are no reviews yet.