არ მეგულება სხვა ქართველი მწერალი, რომელიც ასეთი ემოციითა და გატაცებით, სუნთქვის შეკვრითა და მღელ- ვარებით გაკითხებს ამბავს, მჩქეფარე ადამიანების მჩქეფა- რე ამბავს. არ მეგულება სხვა ტექსტი, სადაც ასე იგრძნობა სისხლის მღელვარება, აჩქარებული პულსი, სასოწარკვეთა, ცრემლები, ტემპი, ცვლილება, დარდი, მრისხანება და, რაც ყველაზე მთავარია, ბედისწერა. ყაზბეგთან ბედი ზუსტად ისე- თი მბრძანებელი, ბრმა და სასტიკია, როგორიც ძველ ბერ- ძნულ დრამაში. წამი წყვეტს ყველაფერს, შემთხვევითი წამი, ადამიანი თითქოს ძაფებს გამობმული სათამაშოა, რომელ- საც ალალბედზე ათამაშებენ მოირები.
Description
Additional information
| სერია | გადავიკითხოთ |
|---|---|
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2023 |
| ISBN | 9789941358463 |
| ჟანრი | მხატვრული ლიტერატურა |


Reviews
There are no reviews yet.