საინტერესო ისაა, რომ თვითგადარჩენის ძლიერი ინსტინქტი ადამიანისაგან, კომპენსაციის მიზნით, რომელიმე ერთი თვისების განსაკუთრებულ განვითარებასა და გააქტიურებას მოითხოვს, ამიტომ ყვარყვარეს თავის გატანის ერთადერთ და უძლეველ საშუალებად ენაჭრელობა და ტყუილის თქმა ამოურჩევია. ცრუპენტელობა ის ნიჭია, რომლითაც იგი სხვებს აღემატება და რომელსაც საგანძურივით უყურებს: ”მე, ყვარყვარე თუთაბერს, ენით შენ შემომიარ?~. მისთვის ენა საკმარისი დასაყრდენია, რომ ყოველი საქმე ეშმაკურად მოაგვაროს, ბრიყვს თვალები აუხვიოს, სუსტი დააშინოს, ძლიერთან კი თავი მოისაწყლოს. ნაცარქექიას ორპირობასა და ფარისევლობას განსაკუთრებით ის ფაქტი უადვილებს, რომ ზნეობა მისთვის ზედმეტი ტვირთია.
Description
Additional information
| სერია | გადავიკითხოთ |
|---|---|
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2024 |
| ISBN | 9789941380198 |
| ჟანრი | მხატვრული ლიტერატურა |


Reviews
There are no reviews yet.