ამ წიგნის გმირი, მშობლებთან ერთად, ერთ ლამაზ სოფელში ცხოვრობდა, ჰყავდა ბებია და ბაბუა, საყვარელი ძაღლი და თუთიყუში, დადიოდა სკოლაში…
როგორი ჩვეულებრივი ამბავია, არა?
ყველაფერი შეიცვლება, როგორც კი ვიტყვით, რომ ეს ლამაზი სოფელი აფხაზეთშია, ბებია და ბაბუა სოხუმში ცხოვრობდნენ, გოგონა კი დედას ყოველდღე მანქანით მიჰყავდა ქალაქ გაგრაში, სადაც იყო მისი სკოლა.
ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ზაფხულის ერთ მზიან დღეს, ბებია-ბაბუასთან სტუმრობისას, ქალაქი აფეთქების ხმამ არ გააყრუა.
ამ დღის შემდეგ ოცდაათ წელზე მეტი გავიდა. პატარა გოგონა გაიზარდა, მაგრამ არასდროს დავიწყებია თავისი მშობლიური კუთხე, საიდანაც აფეთქებებმა გამოაქცია. არც დავიწყებია და არც იქ დაბრუნებაზე ფიქრი შეუწყვეტია.
ეს მისი მოგონებების წიგნია.
მოგონებებისა და იმედის.
Description
Additional information
| სერია | გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი |
|---|---|
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2024 |
| ISBN | 9789941383540 |
| ჟანრი | საბავშვო შემეცნებითი |


Reviews
There are no reviews yet.