“… და შენ წინაშეა ცნობისმოყვარე, ხალისიანი, კეთილი და მამაცი გუნდა! უჰ, რა თავგადასავალი გელის?! მაშ ასე, ზამთრის ერთ თოვლიან და მშვენიერ დღეს ჩვენი ქუნქულა გუნდა, არც მეტი, არც ნაკლები, აფრიკაში აღმოჩნდა! გუნდა აფრიკაშიო? ფიქრობ, რომ ეს დაუჯერებელი, წარმოუდგენელი, შეუძლებელია?..
მოდი, გადაშალე ეს საინტერესო და ლამაზად ილუსტრირებული წიგნი და თავად გაიგე შენს კითხვებზე პასუხები, რაც მთავარია, დაემგზავრე გუნდას დიდ მოგზაურობაში – აფრიკამდე და უკან. ამ მოგზაურობის დაწყებამდე დაუმეგობრდი ბაჭია ბიბის, მელაკუდა მელანიას, ზღარბ ბუძგუნას, ციყვ ბუთქუნასა და დათუნია დოდის, მერე გაბრიელიც გაიცანი, რომელიც… უი, ეს რა დამართვია გაბრიელს? აბა, მისი ამბავიც წაიკითხე და მერე… მერე აფრიკისკენ გუნდასთან ერთად!.. იქ პრინცესა აკოკო გელოდებათ! და არ იდარდო, უკან აუცილებლად დაბრუნდები, რადგან ზღაპრებში და… აფრიკაში(ც) სასწაულები ხდება!
“
Description
Additional information
| ყდის ტიპი | მაგარი |
|---|---|
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2025 |
| ISBN | 9789941381591 |
| ჟანრი | საბავშვო ამბები |


Reviews
There are no reviews yet.