დეტექტივი – როჯერ ეკროიდის მკვლელობა 12,00  Save:1,00 (14%)
Description

ინგლისის პატარა სოფელ ქინგზ-ებოთში მომხიბლავი და მდიდარი ქალბატონის, მისის ფერარსის გვამს იპოვიან. სიკვდილის მიზეზი, როგორც ექიმი შეპარდი დაადგენს, საძილე წამლის გადაჭარბებული დოზაა. ექიმის და, ქეროლაინი, დარწმუნებულია, რომ მისის ფერარსმა თავი მოიკლა, რადგან სინდისის ქენჯნას ვერ გაუძლო – გასულ წელს ხომ მისი ქმარი გარდაიცვალა, და ქეროლაინი დარწმუნებულია, რომ ის სწორედ ცოლმა მოწამლა. მისის ფერარსის სიკვდილიდან რამდენიმე დღეში კლავენ მდიდარ ფაბრიკანტს, როჯერ ეკროიდს, რომელთანაც მისის ფერარსის შესაძლო ქორწინებას ქინგზ-ებოთის ჭორიკანები კარგა ხანია განიხილავდნენ. პოლიცია მკვლელობის გამოძიებას შეუდგა. მოულოდნელად საქმეში ჩაერთვება მოყვარული მაძებარი, ერკიულ პუარო. ის კარგა ხანია, საქმეს ჩამოშორდა და ამ პატარა სოფელში თავისი საყვარელი ბოსტნეულის – ყაბაყის მოსაყვანად დასახლდა. დიდ მაძებარს, როგორც თავად ამბობს, თავისი „პატარა, რუხი უჯრედების“ მობილიზება დასჭირდება, რათა გახსნას ტიპური „მაღალი წრის“ მკვლელობა. არადა, ყველაფერი ისე ბანალური ჩანს: ვილა პატარა სოფელში, სადაც ცხედარი იპოვეს, მსხვერპლი, მთავარი ეჭვმიტანილები და მოტივი – მემკვიდრეობა, მაგრამ მართლაც ასე მარტივად არის ყველაფერი, თუ ეს შემთხვევა დიდი მაძებრის ყველაზე საინტერესო საქმე აღმოჩნდება?!

Additional information
სერია

დეტექტივი

თარგმანი

მანანა კვესელავა

ყდის ტიპი

მაგარი

წიგნის ენა

ქართული

გამოშვების წელი

2019

ISBN

9789941354168

ჟანრი

დეტექტივი

Reviews (0)

Ratings

0.0

0 Product Ratings
5
0
4
0
3
0
2
0
1
0

Review this product

Share your thoughts with other customers

Write a review

Reviews

There are no reviews yet.