“ერთ მშვენიერ დღეს, გუნდამ და მისმა მეგობრებმა ახალი თამაშის მოფიქრება გადაწყვიტეს. ერთად დასხდნენ და ბარათები ფერადი ფუნჯებით მოხატეს. რას არ ნახავდით ამ პატარა, მართკუთხა ბარათებზე: ფოთლებს, დინოზავრებს, სოკოებსა თუ ბუშტებს! ხატვისას ისე გაერთნენ, რომ ერთმანეთის პორტრეტებიც კი დახატეს. რაკი თამაში ასეთი სახალისო გამოუვიდათ, გადაწყვიტეს, წესები ჩამოეწერათ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მომავალში მათთან ერთად გადაწყვეტდნენ თამაშს. სახელიც შეარჩიეს – „ვიპოვე!“
ყუთში დაგხვდებათ 50 სათამაშო ბარათი და ინსტრუქციის ფურცელი, რომლის მეშვეობითაც შვიდი სხვადასხვა მინი-თამაშის თამაშს შეძლებთ. “
Description
Additional information
| წიგნის ენა | ქართული |
|---|---|
| გამოშვების წელი | 2025 |
| ISBN | 2009882690710 |
| ჟანრი | აქსესუარი |


Reviews
There are no reviews yet.