ვირჯინია ვულფი – ჯეიკობის ოთახი 14,40  Save:2,00 (15%)
Description

„ჯეიკობის ოთახი“ ერთდროულად არის და თან არ არის ჯეიკობ ფლანდერსის შესახებ. ჯერ პატარა ბიჭი, რომელიც სანაპიროზე თამაშობს, მოგვიანებით ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც კემბრიჯში მიემგზავრება, ბოლოს, ზრდასრული კაცი, რომელიც მოგზაურობისას ეძებს საკუთარ თავს — ყველა ამ სახეს, თითოეულ ამ ეპიზოდს პროტაგონისტის ცხოვრებიდან, თითქოს ყოველთვის აკლია რაღაც — ყველაზე მთავარი, მაგრამ ამოუხსნელი და დაფარული.
დროდადრო მთხრობელი ცდილობს, სხვების, დამკვირვებლების პერსპექტივას დააღწიოს თავი და ობიექტურად შეაფასოს ჯეიკობი. ერთ-ერთი ასეთი მცდელობისას თავადვე აცნობიერებს ამ გადაწყვეტილების, შესაბამისად, ზოგადად, ადამიანების მიუკერძოებლად, ზუსტად დახასიათების აბსურდულობას და ჯეიკობის აღწერას ასე აბოლოებს:
„ყველა ფუჭ გარჯას შორის მისი თვისებების ამგვარი ჩამოთვლა იყო ამაოზე ამაო. ერთადერთი სიტყვაც კი იკმარებდა, მაგრამ ვინ იპოვიდა ამ სიტყვას?“

Additional information
სერია

ქალების კალმით

თარგმანი

ეკა მაჩიტიძე

ყდის ტიპი

მაგარი

წიგნის ენა

ქართული

გამოშვების წელი

2025

ISBN

9789941382598

ჟანრი

მხატვრული ლიტერატურა

Reviews (0)

Ratings

0.0

0 Product Ratings
5
0
4
0
3
0
2
0
1
0

Review this product

Share your thoughts with other customers

Write a review

Reviews

There are no reviews yet.