რა ხდება, როცა ძლევამოსილი მეფის ნანატრი ვაჟი, ანუ უფლისწული იბადება? წესით, მეფის შვილი ბედნიერი, უზრუნველი და საკუთარი ბედით კმაყოფილი უნდა იყოს, თუმცა, თუ საქმეში ქალი-მზარეული, ქალი-ფეიქარი და ბაბარიხა ჩაერევიან, დიდი შანსია, თვით უფლისწულის ბედის ჩარხიც უკუღმა დატრიალდეს.
ამ წიგნში მამა-შვილის, მეფე სალთანისა და უფლისწულ გვიდონის, ზღაპრულ თავგადასავალს წაიკითხავ. ბოროტი ქალების წყალობით, გვიდონს დაბადების წუთიდან განსაცდელი დაატყდა თავს – ის და დედამისი ხის ვეება კასრში გამოამწყვდიეს და ზღვის უფსკრულში გადაუძახეს. ქალების გეგმით, ამით უნდა დასრულებულიყო დედა-შვილის სიცოცხლე, სინამდვილეში კი დაიწყო დაუჯერებელი და დაუვიწყარი ამბავი, რომელსაც დიდი პოეტის, ალექსანდრ პუშკინის ამ უმშვენიერეს პოემაში გაეცნობი.
Description
Additional information
| ყდის ტიპი | მაგარი |
|---|---|
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2024 |
| ISBN | 9789941383304 |
| ჟანრი | საბავშვო ამბები |


Reviews
There are no reviews yet.