ეს წიგნი ქალების დიდ ამბებს მოგიყვებათ. აქ იპოვით ქალებს ყველგან, სადაც აქამდე არ გეგულებოდათ — მეცნიერებაში, ლიტერატურაში, პოლიტიკაში, სპორტში, ალპინიზმში. იპოვით და კიდევ ერთხელ იამაყებთ თქვენი ქვეყნით, საქართველოთი, რომელსაც ასეთი უშიშარი, განსაკუთრებული, შეუჩერებელი, „დედანი, მარად ნეტარნი‘‘ ჰყავს.
ისტორიული დავთრების წაკითხვისას ქალების სახელებს ნაკლებად შეხვდებით, ისიც — თუ წმინდანია, მეფე ანდა რომელიმე მეფის ცოლი. ესაა და ეს, სულ რამდენჯერმე გაკრთება პოლიტიკოსი თუ გმირი ქალების სახეები და სახელები. არადა, საქართველოს უახლეს თუ ძველ ამბებში ქალთა სახეების ისეთ შთამბეჭდავ გალერეას წააწყდებით, თუნდაც გაკვრით, წინადადებებს შორის დამალულ, მაგრამ მაინც ასეთ გასაოცარ სახეებს!
Description
Additional information
| ყდის ტიპი | მაგარი |
|---|---|
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2025 |
| ISBN | 9789941381263 |
| ჟანრი | დოკუმენტური პროზა |


Reviews
There are no reviews yet.