ამ წიგნში გაიცნობ თომას და მის მეგობრებს – ჯუჯებს, ბაიბურას, ავყანყალას, სიტყვაყლაპიას, ნიკა ლოს, მარი ლას, თუთას, თომთეს, ცაცანცალას… წახვალ საოცარ მოგზაურობაში მიწის ქვეყნიდან ცის ქვეყნისკენ და მიზანი გექნება უდიადესი – მზე მოიყვანო თოვლიან აგვისტოში, რომ გაიხარონ შოკოლადის ხეებმა და დიდხანს გაგრძელდეს ბავშვობა.
ამ მოგზაურობაში, ბევრ სხვა უცნაურობასთან ერთად, იმასაც აღმოაჩენ, რომ შოკოლადის ხეების გახარებას არც მზე და სითბო სჭირდება და არც გაზაფხულ-ზაფხული. შოკოლადის ხეების სიცოცხლის წესში სულ სხვა რამ წერია და ეს რომ გაიგო, „თომას ზღაპრები“ ბოლომდე უნდა წაიკითხო.
Description
Additional information
| სერია | საბავშვო-საყმაწვილო |
|---|---|
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2025 |
| ISBN | 9789941381133 |
| ჟანრი | საბავშვო ამბები |


Reviews
There are no reviews yet.