შავკანიანთა კვარტალი“ ერთ-ერთი შესანიშნავი რომანია ფრანგულ კოლონიურ გარემოზე, რომელიც ჟორჟ სიმენონმა 1935 წელს დაწერა. მიუხედავად გმირების უბრალოებისა, მკითხველი სულ სხვა თვალით დაინახავს ერთმანეთთან დაპირისპირებული დაჩაგრულებისა და მჩაგვრელების სამყაროს. ეს არის პატარა კაცის ამბავი, რომელსაც მწერალი მისთვის ჩვეული ოსტატობით გვიყვება.
ზაფხულის ხვატი… პანამის არხი… ახალდაქორწინებული წყვილი ახალი სამსახურის ადგილას მიდის. ახალგაზრდა ინჟინერი, უცხო გარემოში გარემოებათა გამო ჩარჩენილი, თანდათან აღმოაჩენს, რა სასტიკია იქაური ფრანგი „საზოგადოება“ და რა გელის, თუ მათი თამაშის წესებს არ მიიღებ.
Description
Additional information
| სერია | იკითხე კლასიკა |
|---|---|
| თარგმანი | ეკატერინე სუმბათაშვილი |
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2025 |
| ISBN | 9789941381072 |
| ჟანრი | მხატვრული ლიტერატურა |


Reviews
There are no reviews yet.