ევგენი ზამიატინის, საბჭოთა სინამდვილეში პირველი ანტიუტოპიური რომანის, “”ჩვენ”” მოქმედება ჩვენი წელთაღრიცხვის 26-ე საუკუნეში ვითარდება. აქ მცხოვრებთ დაკარგული აქვთ ინდივიდუალურობა, ცხოვრობენ მინის სახლებში, არა აქვთ პირადი თავისუფლება და თვით ინტიმური ცხოვრებაც კი. მთავარი გმირი — Д-503, კოსმოსური ხომალდის — “”ინტეგრალის”” ინჟინერი, მისთვისვე მოულოდნელად, ამოვარდება ამ სისტემიდან და თავისი ცხოვრების უმთავრესი არჩევანის წინაშე დგება. მიუხედავად წერის იმპრესიონისტული, თითქმის სიურრეალისტური მანერისა, ავტორი გამაოგნებელ რეალობას გვიხატავს.
რომანის სრული ტექსტი პირველად 1952 წელს, ნიუ-იორკში გამოქვეყნდა, ხოლო რუსეთში 30 წლის შემდეგ, 1988 წელს, ჟურნალ “”ზნამიაში””. ჯორჯ ორუელი წერდა: პირდაპირ აღმაშფოთებელია, რომ ასეთი დიდი მნიშვნელობისა და ბედის წიგნი არ მისულა მკითხველამდე.
Description
Additional information
| სერია | იკითხე კლასიკა |
|---|---|
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2025 |
| ISBN | 9789941385278 |
| ჟანრი | მხატვრული ლიტერატურა |


Reviews
There are no reviews yet.