იკითხე ქართული XXI – არაფერი არ გვემართება 10,80  Save:2,00 (17%)
Description

არაფერი არ გვემართება თაკო წულაიას პირველი წიგნია, რომელიც მცირე ზომის მოთხრობებს აერთიანებს. ტექსტები მხატვრული თვალსაზრისით ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ მათ ერთი რამ აქვს საერთო — ეს არის ლიტერატურა, რომელიც თითქოს ცხოვრებასთან აკვიატებულ დაპირისპირებაში, კონკურენციაში იბადება. როგორი რეალობაა გამოსადეგი იმისთვის, რომ მისგან ხელოვნება შეიქმნას? რა მოხდება, თუ მწერალი მეტისმეტად ჩვეულებრივი ამბების დაუსრულებელ წრებრუნვაში აღმოჩნდება? ამბების, რომლებიც არაფრით არ არის „საკმარისი“ ლიტერატურისთვის? ავტორი სწორედ ამ შიშებთან შეჯიბრების პირობებში წერს.
თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი ერთი, განსაკუთრებული „შინაგანი ამბავი“, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას — სწორედ ამ საინტერესო ეგზისტენციალურ თემას ეხება მოთხრობების აბსოლუტური უმეტესობა.
ხმაურიანი მეზობლებით სავსე კოტეჯში გამოკეტილი მდგმური, გარდაცვლილი მამის სახლში მარტო დარჩენილი ქალიშვილი, ფოტოებიდან გაუჩინარებული ქალი, ბიბლიოთეკარი, რომელიც ათას ოთხას ოთხმოცდაცხრამეტ წერილს აგზავნის ერთი ადრესატის საპოვნელად, სახელდაკარგული უცნობი, სტუდენტი, რომელსაც ინგებორგ ბახმანის სურათი ელაპარაკება, ლიტერატურული კლუბის წევრები თუ პიჯაკად გადაქცეული კაცი — თაკო წულაიას უკლებლივ ყველა პერსონაჟი გვიყვება თავისი ცხოვრების იმ ერთადერთ, შეიძლება ითქვას, დიაგნოსტიკურ ამბავს, რომელზე წერაც ღირს.

Additional information
სერია

იკითხე ქართული XXI

ყდის ტიპი

მაგარი

წიგნის ენა

ქართული

გამოშვების წელი

2025

ISBN

9789941381256

ჟანრი

ქართველი ავტორები

Reviews (0)

Ratings

0.0

0 Product Ratings
5
0
4
0
3
0
2
0
1
0

Review this product

Share your thoughts with other customers

Write a review

Reviews

There are no reviews yet.