იკითხე ქართული XXI – ლეთარგია 10,80  Save:2,00 (17%)
Description

“ნინო ორტიგა ჭინჭარაულის რომანში აწმყო და წარსული მჭიდროდაა ერთმანეთს გადაჯაჭვული, ხოლო პერსონაჟები დრო დადრო გამოიხმობენ ბავშვობის მოგონებებს, როგორც აწმყოში გზის გამკვალავსა და ერთგვარ ღუზას, რომელსაც შეიძლება მოეჭიდონ მაშინ, როცა ძალიან უჭირთ.

„ლეთარგია” მილენიალებს ეძღვნება, ახალგაზრდებს, რომელთაც საქართველოსთვის ძნელ და ბნელ დროს გაიარეს ბავშვობა. რომანი გვიყვება სასტიკ და ცოტა დაუჯერებელ ამბავს, ერთ სამეგობროს რომ გადახდა თავს. აქ მნიშვნელოვანი და მძლავრია მისტიკური ნაკადი, რომელიც წიგნს კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის. ამ წიგნში ავტორი წამოჭრის ფაქიზ და მგრძნობიარე პრობლემებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებისთვის დღესაც ისევე მწვავე და მტკივნეულია, როგორც უახლოეს წარსულში.”

Additional information
ყდის ტიპი

მაგარი

წიგნის ენა

ქართული

გამოშვების წელი

2024

ISBN

9789941384745

ჟანრი

მხატვრული ლიტერატურა

Reviews (0)

Ratings

0.0

0 Product Ratings
5
0
4
0
3
0
2
0
1
0

Review this product

Share your thoughts with other customers

Write a review

Reviews

There are no reviews yet.