იკითხე ქართული XXI – მეორედ მოსვლა 10,80  Save:2,00 (17%)
Description

“ოლანი ბიწაძის „მეორედ მოსვლა“ მოთხრობების კრებულია და ავტორმა ის ორიგინალური კლასიფიკაციით – 2 და 1 ნაწილად – შემოგვთავაზა. ასეთი დაყოფა მოთხრობების თემატურ და კონცეპტუალური ხაზს გამოკვეთს.

პირველი ნაწილს (2) ორი პროტაგონისტი ჰყავს, იქნება ეს ჩრდილის თეორიით შეპყრობილი ქალი და მამაკაცი, გამოგონილ სოფელში მცხოვრები შეყვარებული წყვილი, პარანორმალურ მოვლენაზე მომუშავე ჟურნალისტი და ოპერატორი, თუ ბავშვობის მეგობრები, რომელთაგან ერთ-ერთს საკუთარი ბავშვობაც კი აღარ ახსოვს.
…და მათავარი კითხვა: პირდაპირ აწმყოთი არაფერი იწყება. მაგრამ აწმყო წარსული როგორ უნდა გახდეს, თუ ის არასოდეს ყოფილა?
მეორე ნაწილის (1) მოთხრობების პერსონაჟები კი – დაკარგული ნივთების კლუბის წევრები, ილუზიონისტობაზე მეოცნებე ბიჭი, ატრაქციონების პარკის დირექტორი თუ ოთხი ქალიშვილისა და ოთხი ცხენის პატრონი გლეხი – დამოუკიდებლად, მარტოები უნდა გაუმკლავდნენ იმ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, რომლებიც მათ მაგიური რეალიზმით გაჟღენთილ პარადოქსულ თუ აბსურდულ სიტუაციებში აყენებს.

…და მთავარი დასკვნა: შეიძლება ყველაზე ნამდვილი ზუსტად ის არის, რაც მხოლოდ ერთი ადამიანისთვის ხდება.

Additional information
ყდის ტიპი

მაგარი

წიგნის ენა

ქართული

გამოშვების წელი

2023

ISBN

9789941358562

ჟანრი

მხატვრული ლიტერატურა

Reviews (0)

Ratings

0.0

0 Product Ratings
5
0
4
0
3
0
2
0
1
0

Review this product

Share your thoughts with other customers

Write a review

Reviews

There are no reviews yet.