„ტკივილგამაყუჩებლის ზონა“ არის წიგნი სამყაროზე, სადაც სიკვდილის პირას მყოფ ადამიანთა მიმართ გამოხატული ემპათია ვიღაცისთვის უბრალოდ სამსახურია. ბექა, ახალგაზრდა ფსიქოლოგი, ცდილობს გაიზიაროს სიცოცხლის ბოლო დღეებში მყოფთა უკანასკნელი განცდები, ტკივილები, შიშები. რომანი კალეიდოსკოპურად აღწერს ბექას პაციენტების ცხოვრებას, სავსეს… ცეცხლში ჩაფერფლილი ოჯახების ტკივილით, ახლობელი ადამიანების ღალატით, სისასტიკით, სახელმწიფოს მორღვევისა და სამხედრო გადატრიალების საფრთხით, სულიერი კრიზისითა თუ სხვა ისტორიებით.
ეს ის სამყაროა, სადაც იდეების კონფლიქტი მუდმივად შლის საზღვრებს რეალურსა და ილუზიას შორის.
ბექას „ტკივილგამაყუჩებელს“ შეარქმევენ. მან კარგად იცის საზღვარი, ზონა, რომელსაც არ უნდა გასცდეს. ის სხვის დახმარებას ცდილობს, თუმცა თავად აღმოჩნდება კრიზისში, შეეჯახება დილემას: რა იყიდება და რა – არა? რისი პატიება შეიძლება და რისი – არა? რა არის სწორი და რა – არა?
ბექა – სხვის სულში არსებული ცეცხლის ჩამქრობი – თავადაც გაეხვევა ცეცხლში, რომლისგანაც თავის დაღწევა მხოლოდ თავგანწირვით თუა შესაძლებელი.
Description
Additional information
| სერია | იკითხე ქართული XXI |
|---|---|
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2026 |
| ISBN | 9789941385735 |
| ჟანრი | მხატვრული ლიტერატურა |


Reviews
There are no reviews yet.