“როგორ ხსნიდა შიფრს და ეხმარებოდა სამშობლოს ომის მოგებაში ათი გოგონა
გატეხე კოდი. შეინახე საიდუმლო. მოიგე ომი.
ბრიტანეთში ყველაზე საიდუმლო ადგილას იმუშავებ და იქ მიმდინარე ყოველგვარ საქმიანობას ომისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ეს სამსახური ისეთი გასაიდუმლოებულია, რომ მხოლოდ იმას გეტყვიან, რისი ცოდნაც გჭირდება, და ვერასოდეს, ვერასოდეს გაიგებ მეტს.
შიფრის გატეხაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ საიდუმლოს შენახვაა.
უნდა გამოცხადდეთ სადგურ 10-ში, ბლეჩლი-პარკში, ბაკინგემშირში, ოთხი დღის შემდეგ… ეს ლაკონიური ტელეგრამა მიიღო მთელ ბრიტანეთში ასობით გოგონამ 1941 წლის გაზაფხულზე, როცა მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. როცა ისინი მივიდნენ სადგურ 10-ში, დიდ, მოძველებულ მამულში, რომელსაც გარს ერტყა სპარტანული იერის ქოხები პატარა საკვამურებით, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რაში გაყვეს თავი. რატომ აირჩიეს ისინი? _ უმეტესობა ვერასოდეს გაიგებს პასუხს ამ შეკითხვაზე.
ბლეჩლი-პარკი მეორე მსოფლიო ომის კარგად დაცული საიდუმლო იყო კოდური სახელით _ `სადგური 10`. ნაცისტების წერილობითი კომუნიკაციის კოდის გატეხის საიდუმლო სამუშაოს შეეძლო განესაზღვრა, გაიმარჯვებდნენ თუ დამარცხდებოდნენ მოკავშირეები ჰიტლერის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. იქ, ბრწყინვალე კრიპტოგრაფებისა და გონებაგაფანტული პროფესორების გარდა, მუშაობდნენ გოგონებიც. ზოგს უმაღლესი მათემატიკა ესმოდა, სხვებმა ენები იცოდნენ. ისინი მართავდნენ ვეებერთელა ბომბის მანქანებს, შინაარსს სძენდნენ უსადენო ხმოვან ტალღებს და არჩევდნენ დაშიფრულ შეტყობინებებს. მათ უნაკლოდ უნდა შეესრულებინათ სამუშაო და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, უნდა შეენახათ საიდუმლო.
გასაოცარი, დაძაბულობითა და მღელვარებით სავსე გაუხმაურებელი ამბავი ომში ახალგაზრდების უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ, რომელიც აღაფრთოვანებს მკითხველს.”
Description
Additional information
| სერია | Liberteens |
|---|---|
| თარგმანი | სოფო ჩერქეზიშვილი |
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2025 |
| ISBN | 9789941382413 |
| ჟანრი | თინეიჯერებისთვის |


Reviews
There are no reviews yet.