„პენელოპიადა“ უძველესი მითის ახლებურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს იმ ეპოქაში, როცა საზოგადოებაში ძალაუფლება მამაკაცებს ეკუთვნოდათ. მარგარეტ ეტვუდის ვერსიაში ოდისევსის ისტორია სრულიად სხვაგვარად წარმოგვიდგება.
წიგნი გარდაცვლილი პენელოპეს დღიურის სახითაა წარმოდგენილი — ჰადესიდან ის გვიამბობს თავის ბავშვობასა და ქორწინებაზე. ლეგენდარული ოდისევსის სახე ამჯერად არა ჰომეროსის, არამედ პენელოპეს — ქალის — თვალითაა დანახული.
მკითხველი ეცნობა იმ მძიმე ოცი წლიან მოლოდინს, რაც პენელოპემ მეუღლის დაბრუნებას დაუთმო, და იმ სირთულეებს, რაც ამ პერიოდში გამოიარა.
ეს წიგნი ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟებისა და მოვლენების სრულიად ახალი ხედვით წარდგენას ცდილობს — საბოლოოდ კი, მკითხველის გადასაწყვეტია, ამ ხედვამ შეცვალა თუ არა მისი დამოკიდებულება მითის მიმართ.


Reviews
There are no reviews yet.