მარო მაყაშვილის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ქალის, დღიური რჩება ერთ-ერთ
ყველაზე შთამაგონებელ ტექსტად, რომელშიც აღწერილია არა მხო-
ლოდ 1921 წლის სამხედრო ვითარება, არამედ 16 წლის მოზარდის
ცხოვრებაც.
ამ წიგნში გაიცნობთ მაროს, არა მხოლოდ როგორც ეროვნულ გმირს,
არამედ როგორც პირველი კურსის სტუდენტს, რომელსაც საფრანგეთში
სამეურნეო საქმის სწავლა უნდა: „მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა-
წყალზედ~; გოგონას, რომელიც წითლდება, როცა უცნობ თეთრჩოხიანს
გადაეყრება შემთხვევით: „კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო~;
და მებრძოლს, ვისთვისაც სამშობლოზე ფიქრია მამოძრავებელი ძალა:
„ეჰ! რა დროს პირად გრძნობებზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება სა-
ქართველოს ბედ-იღბალი… სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძო-
ლებთ… რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარუ-
ლის გრძნობისა~.
ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს გოგონას, რომელიც თავი-
სუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგონას,
რომლის მთავარი იარაღიც სიმართლისა და ღირსების დაცვა იყო და
რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, მე იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება
თანამემამულეთა სისხლი და ცრემლიო.
Description
Additional information
| ყდის ტიპი | მაგარი |
|---|---|
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2025 |
| ISBN | 9789941381423 |
| ჟანრი | ქართველი ავტორები |


Reviews
There are no reviews yet.