“მარტინ ემისის ამ შესანიშნავ რომანს სამართლიანად უწოდეს „25 წლის განმავლობაში ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მწერლის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი“.
„ინტერესის ზონა“ შემზარავი სიცხადით გვიხატავს ნაცისტთა სადაგ დღეებს _ საკონცენტრაციო ბანაკის უსასტიკეს, სისხლიან ყოფას, დიდჩინოსან ნაცისტთა დიდებულ წვეულებებსა და აღვირახსნილობას, ოფიცრების ცხოველურ დამოკიდებულებას ტყვეთა მიმართ, სიგიჟის ზღვრამდე მისულ იდეოლოგიისა და ფიურერის სახელით მოხუცების, ქალების, ბავშვების განურჩევლად და ცინიკურად ხოცვას. აქ ოსტატურად ენაცვლება ერთმანეთს გმირების სატრფიალო თავგადასავლები, დეტექტიური ინტრიგები, იუმორი და სატირა, რაც უფრო ცხადს ხდის ვითარების ტრაგიზმს, აბსურდულობას და შეგვახსენებს, რომ ამის დავიწყება არ შეიძლება!”


Reviews
There are no reviews yet.