მერი უესტმაკოტის ფსევდონიმით შექმნილი ლიტერატურა აგათა კრისტის განსხვავებული ამბპლუაა – დეტექტივისგან სრულიად განსხვავებული. ის შესანიშნავი რომანისტია, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ლიტერატურის გიგანტებს შორისაც კი გამორჩეული.
„ორ სიყვარულს შორის“ ის ნაწარმოებია, რომელიც აგათა კრისტის ამ „განსხვავებულობას“ დამაჯერებელს ხდის – რომანის მხატვრული, იდეურ-თემატური მხარე სრულიად განსაკუთრებული და საინტერსოა.
ეს ამბავი უკიდურესობების დაახლოებასა და იმავდროულად, შეუთავსებლობაზეა.
ამ ამბავში მეგობრობაზე, სიყვარულზე, დაშორებაზე, ღალატზე, დავიწყებაზე, არჩევანზე წერია; ეს ამბავი მუსიკაზეა, ასე რომ ამღვრევს და აღელვებს პერსონაჟთა სულებს; კიდევ ომზეა, ბედს რომ უცვლის ადამიანეს და სამუდამოდ განუსაზღვრავს როგორც დარჩენილი, ისე გადარჩენილი სიცოცხლის საზღაურს.
“


Reviews
There are no reviews yet.