ჟრუანტელის მომგვრელ ნისლიან საღამოს, კოკისპირულ წვიმაში უცნობმა მოხუცმა სასახლის კარზე დააკაკუნა, ერთიანად გალუმპული 6 წლის ბიჭი მცველს ჩააბარა და უთხრა: „თქვენი მომავალი მეფის, რაინდის ნაბიჭვარია. ახლა თქვენ მიხედეთ.”
და შეძრწუნდა შორსმჭვრეტელთა მთელი დინასტია – შესაძლოა ერთ დღესაც ტახტი უფლისწულის უკანონო ვაჟს ერგოს?! ამას ვერ დაუშავებენ, მაგრამ ვერც მემკვიდრეს გააძევებენ სასახლიდან. და ბიჭი, სახელად ფიცი, სასახლეში ცხოვრებას იწყებს. ერთადერთი ნუგეში ცხოველებთან ჯადოსნური კავშირის უნარია. … თუმცა სამეფო ოჯახი მისგან უფრო მეტს ითხოვს: ბრძოლაში დახელოვნებას, დახვეწილ ქცევას და რაც მთავრია: სამეფო ტახტის უკანონო მემკვიდრე საიდუმლო მკვლელი, ასასინი, უნდა გახდეს…


Reviews
There are no reviews yet.