ჟან ჟიონო – უსიხარულო მეფე 12,00  Save:2,00 (20%)
Description

ჟან ჟიონო მე-20 საუკუნის ფრანგული ლიტერატურის გამორჩეული ფიგურაა. პროვანსში დაბადებული მწერლისთვის სწორედ ეს რეგიონი და სოფლური ყოფა გახდა შთაგონების წყარო. მწერალი 1939 წელს ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის წინ არაპოპულარული პაციფისტური შეხედულებებს გამო, არ მიანიჭეს. სამაგიეროდ, 1990 წლიდან მისი სახელობის პრემია Le Prix Jean Giono გადაეცემათ მაღალი ლიტერატურული ღირებულებების ერთგულებით გამორჩეულ მწერლებს.

საფრანგეთის ტრიევის ოლქის ერთ შორეულ სოფელში ზამთრის მოქუფრულ დღეებში სოფლის მცხოვრებნი უკვალოდ ქრებიან. ჟანდარმერიის კაპიტანი ლანგლუა ცდილობს გაარკვიოს ამ გაუჩინარებათა საიდუმლო.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: თავიდან პერსონაჟი იყო ხე _ წიფელი, მერე მოულოდნელად დანაშაული იხსნება _ ხის ტოტოებში გვამი აღმოჩნდება. ჯერ ხე იყო, მერე მსხვერპლი. მსხვერპლს მოჰყვება მკვლელი, მკვლელს _ განმსჯელი. და ეს რომანი დამნაშავის განმსჯელზეცაა.
და კიდევ, ეს უსიხარულო მეფის უჩვეულო თავგადასავალია!

Additional information
სერია

ლიტერე ინვენტე

თარგმანი

ლალი უნაფქოშვილი

ყდის ტიპი

მაგარი

წიგნის ენა

ქართული

გამოშვების წელი

2025

ISBN

9789941381799

ჟანრი

მხატვრული ლიტერატურა

Reviews (0)

Ratings

0.0

0 Product Ratings
5
0
4
0
3
0
2
0
1
0

Review this product

Share your thoughts with other customers

Write a review

Reviews

There are no reviews yet.