ბავშვობაში უბრალო მისწრაფებები მქონდაო. ყველაზე მეტად ძაღლი უნდოდა; კიდევ _ ორსართულიანი სახლი შიდა კიბით… სახლი, რომელშიც მხოლოდ ერთი ოჯახი _ მისი ოჯახი იცხოვრებდა; კიდევ უნდოდა, მამას ოთხკარიანი ფურგონი ჰყოლოდა ორკარა ”ბიუკის“ ნაცვლად; ჯერ კიდევ ”კიკინებიანი“ გოგონა იყო, როცა დამაჯერებლად ამბობდა, რომ გავიზრდები, პედიატრი გამოვალო. უფროს ძმას კი მუდმივად უჩიჩინებდა, რადაც უნდა დაგიჯდეს, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება უნდა მიიღოო; წერს, ამბიციური ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, რას ვუმიზნებდიო. სამიზნეები კი ”კიკინებთან“ გამომშვიდობების კვალდაკვალ გამოიკვეთა და გოგონამ უკვე მკვეთრად პრაგმატულად დაალაგა, დახვეწა და განახორციელა სამომავლო გეგმები, და ერთ დღესაც ზესახელმწიფოს _ ამერიკის შეერთებული შტატების _ პირველი ლედი გახდა. ”ამ სტატუსმა ისეთი გასაქანი მომცა, რომლის მსგავსს ვერც წარმოვიდგენდი; უამრავი გამოწვევის წინაშე დამაყენა და ქედის მოხრა მასწავლა, ზეცაშიც ამაფრინა და მიწაზეც დამანარცხა“, _ ამბობს მიშელ ობამა, რომელმაც პიროვნებად ჩამოყალიბების ფაქტორები (ადამიანებიც), მისწრაფება-ოცნებების, ინტერესებისა და, ზოგადად, მსოფლმხედველობისა და ღირებულე-ბების განსაზღვრის მიზეზ-შედეგები გაიხსენა, კარგად გააანალიზა და… დაწერა ”როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“.
Description
Additional information
| სერია | ლურჯი ოკეანე |
|---|---|
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2021 |
| ISBN | 9789941327131 |
| ჟანრი | ბიზნესი |


Reviews
There are no reviews yet.