თუ რამ საწყენად ჰქონდა ამ ოჯახს, ეს იყო პლატონის ცოლის, მელანოს ხშირი შვილოსნობა…“ – დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალში“ ამ ფრაზის არსებობაც კი საკმარისია მე-19 საუკუნის იმერეთის დუხჭირი ყოფის აღსაქმელად, თუმცა სიღარიბით გამოწვეული პიროვნული ტრაგიზმი, ადამიანის სულიერი დეგრადაცია თავისი დამანგეველი ძალითა და მნიშვნე- ლობით ზოგადსაკაცობრიოა.
ბეკინა სამანიშვილი სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს, ქონების მოზიარის გაჩენის შიშით თავზარდაცემული პლატონი კი იძულებული ხდება, მამას საცოლე თავად მოუძებნოს. სასურ-ველი სადედინაცვლო ორნაქმარევი და უშვილი ქალია, თუმცა, ბედის ირონიით, ქალი სამანიშვილებს კიდევ ერთ მემკვიდრეს გაუჩენს.
და სწორედ ეს ღიად კომიკური სიუჟეტი სძენს დრამატულ ხასიათს „სანამიშვილის დედინაცვალს“ – ნაწარმოებს, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა ტრაგიკომიკური ჟანრის ბრწყინვალე ნიმუშად.
Description
Additional information
| ყდის ტიპი | მაგარი |
|---|---|
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2025 |
| ISBN | 9789941382499 |
| ჟანრი | მხატვრული ლიტერატურა |


Reviews
There are no reviews yet.