კომისარი მეგრე უკვე სახელგანთქმული მაძებარია და, ბუნებრივია, საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ყველას სურს იცოდეს, როგორი ადამიანია, როგორ ცხოვრობს, გამოძიების რა მეთოდები აქვს. ერთ მშვენიერ დღეს სწორედ ამის გასაგებად ეწვია ახალგაზრდა მწერალი ჟორჟ სიმენონი, რომელიც ნელ-ნელა სახელს იხვეჭს როგორ დეტექტივების მწერალი. კომისარი ყურადღებით კითხულობს მის წიგნებს, მოსწონს, მაგრამ ბევრი პრეტენზიაც აქვს. მისთვის, როგორც თავისი საქმის პროფესიონალისთვის, მთავარი სიზუსტე და დეტალებია, სიმენონი კი მწერალია და ფაქტების შელამაზება სჩვევია. ამიტომაც გადაწყვეტს მეგრე, თავად უამბოს მკითხველს, თუ რა მძიმე შრომის ფასად გახდა სპეციალური ბრიგადის წევრი, მერე კი _ კომისარი, შეულამაზებლად გაგვაცნობს მძიმე მაძებრულ ყოველდღიურობას, რომელსაც ამქვეყნად არაფერზე გაცვლის.
Description
Additional information
| სერია | სიმენონი |
|---|---|
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2024 |
| ISBN | 9789941383670 |
| ჟანრი | მხატვრული ლიტერატურა |


Reviews
There are no reviews yet.