15 წიგნი 4ტ კაზუო იშიგურო 14,40  Save:2,00 (15%)
Description

არასოდეს გამიშვა – ანტიუტოპიური რომანი, რომელშიც ადამიანად ყოფნის იდეა სამი მოზარდის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი.

რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის აღსაზრდელები არიან. მოქმედება ალტერნატიულ ინგლისში ხდება, ხოლო ჰეილშემი გარე სამყაროსგან სრულად მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, აუხსნელი წესები მოქმედებს. მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. მაგრამ რატომ არიან განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს „ჰეილშემის შვილებს“ სხვებისგან? ამ კითხვებზე მათ არავინ სცემს პასუხს და ბავშვებმა ჯერ არ იციან, რომ წინ კიდევ უფრო უცნაური რეალობის აღმოჩენა, უამრავი ტკივილი და იმედგაცრუებაა…

„არასოდეს გამიშვა“ სევდიანი, ამაღელვებელი, გულში ჩამწვდომი მრავალშრიანი რომანია, რომელიც უამრავ საფიქრალს ტოვებს. მასში ყველაფერია მოგონებები, ოჯახი, მეგობრობა, დიდი სიყვარული და ეს ყველაფერი იმდენად წარმოუდგენელი რაკურსით და შთამბეჭდავად არის ნაჩვენები, რომ მკითხველში დაუვიწყარ ემოციებს იწვევს.

„არასოდეს გამიშვა“, შეიძლება, პოლიტიკურ რომანად ან ტრილერად მოგვეჩვენოს, მაგრამ, სინამდვილეში, ეგზისტენციალური იგავია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ცდილობენ ბედნიერების პოვნას მანამ, სანამ ირგვლივ სიბნელე ჩამოწვება.

Additional information
სერია

15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ

თარგმანი

დავით აკრიანი

ყდის ტიპი

მაგარი

წიგნის ენა

ქართული

გამოშვების წელი

2024

ISBN

9789941359712

ჟანრი

მხატვრული ლიტერატურა

Reviews (0)

Ratings

0.0

0 Product Ratings
5
0
4
0
3
0
2
0
1
0

Review this product

Share your thoughts with other customers

Write a review

Reviews

There are no reviews yet.