სიცოცხლის ნაპერწკალი 12,00  Save:2,00 (20%)
Description

გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი საუკეთესო მთხრობელია. მის ანტინაცისტურ წიგნებს ფაშისტები კოცონზე წვავდნენ, სამშობლოდან გაქცეული მწერალი კი შვეიცარიაში ატარებდა ემიგრანტულ წლებს. ომის გასაოცრად რეალისტური აღწერა `გერმანელ ოფიცერთა კავშირმა~ მათი არმიის შეურაცხყოფად ჩაუთვალა მწერალს და ნობელის კომიტეტს მოსთხოვა, არც კი განეხილა უმაღლეს ლიტერატურულ პრემიაზე წარდგენილი ავტორის ნომინანტობის საკითხი. `სიცოცხლის ნაპერწკალი~ რემარკის ერთ-ერთი წიგნია მეორე მსოფლიო ომზე, საკონცენტრაციო ბანაკის ცხოვრებაზე, მის ყოველდღიურობაზე, იქაურ წესებზე, დაუჯერებელ სისასტიკეზე, ფანატიზმზე, დიდ შიშზე, დიდ უიმედობასა და იმგვარ განსაცდელზე, ადამიანს ადამიანის სახეს რომ აკარგვინებს. მაგრამ როცა ზღვარზე ხარ, როცა კიდეც გადასცდები ზღვარს, მაშინაც კი არ მთავრდება თურმე ყველაფერი… ეს წიგნი ამაზეცაა. ერიხ მარია რემარკის `სიცოცხლის ნაპერწკალი~ ქართულ ენაზე პირველად გამოიცემა.

Additional information
სერია

მხატვრული ლიტერატურა

ყდის ტიპი

მაგარი

წიგნის ენა

ქართული

გამოშვების წელი

2018

ISBN

9789941355332

ჟანრი

მხატვრული ლიტერატურა

Reviews (0)

Ratings

0.0

0 Product Ratings
5
0
4
0
3
0
2
0
1
0

Review this product

Share your thoughts with other customers

Write a review

Reviews

There are no reviews yet.