წ.ბ დაიწყე საკუთარი თავით 14,40  Save:2,00 (15%)
Description

“ბევრი ჩვენგანი გამოფიტვის ზღვარზე მუშაობს და კარიერას შრომა-დასვენების ჯანსაღი ბალანსის რეჟიმსაც სწირავს. არადა, წარმატებისა და ბედნიერებისკენ მიმავალი გზა სწორედ საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ.
ნაცვლად იმისა, რომ გადაღლისა და გამოფიტვის გზას მივდიოთ, მენტალური ჯანმრთელობის ცნობილი ექსპერტი პეტრა ველზებორი გვასწავლის, როგორ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ კეთილდღეობასა და სულიერ ჯანმრთელობაზე, რა პრიორიტეტები უნდა დავიცვათ.
„დაიწყეთ საკუთარი თავით“ დაგეხმარებათ შინაგანი და გარე გავლენების გააზრების, პიროვნების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების სასიცოცხლო სტრატეგიების ათვისებაში, რაც ბედნიერ ცხოვრებასა და წარმატებულ კარიერას მოგიტანთ.
პეტრა ველზებორი პირად გამოცდილებას ეყრდნობა, როდესაც ტრავმებსა თუ სიძნელეებთან ჭიდილის თაობაზე საკუთარ მიგნებებს გვიზიარებს და ცხოვრებაში რთული პერიოდების გადალახვასა და დადებითი მსოფლაღქმის ჩამოყალიბებას გვასწავლის.
„დაიწყეთ საკუთარი თავით“ გაჯერებულია კონკრეტული ცხოვრებისეული შემთხვევების ანალიზითა და ფსიქოლოგიური კვლევების მაგალითებით. ეს წიგნი იქცევა მთავარ სახელმძღვანელოდ მათთვის, ვისაც სურს წარმატებას მიაღწიოს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისას და უკეთესობისკენ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება და კარიერა.

Additional information
სერია

ლურჯი ოკეანე

თარგმანი

გიორგი დოლიძე

ყდის ტიპი

მაგარი

წიგნის ენა

ქართული

გამოშვების წელი

2024

ISBN

9789941359736

ჟანრი

შემეცნებითი წიგნები

Reviews (0)

Ratings

0.0

0 Product Ratings
5
0
4
0
3
0
2
0
1
0

Review this product

Share your thoughts with other customers

Write a review

Reviews

There are no reviews yet.