რა რეაქცია გექნება, თუ აღმოაჩენ, რომ ბედნიერების, წარმატებისა და სიყვარულის გასაღები მხოლოდ სამი სიტყვაა? თუ ოდესმე ჩიხში აღმოჩენილხარ, გამოფიტულად ან იმედგაცრუებულად გიგრძნია თავი, იცოდე – პრობლემა შენ არ ხარ, პრობლემა ისაა, რომ შენს ენერგიას სხვას აძლევ. სამი უბრალო სიტყვა – ნება მიეცი მათ – გაგათავისუფლებს. გათავისუფლებს სხვისი აზრების,
დრამისა და განსჯისგან. გათავისუფლებს მუდმივი მცდელობისგან, აკონტროლო ყველა და ყველაფერი გარშემო. ”ნება მიეცი მათ“ თეორია ენერგიას უკან გიბრუნებს, კვლავ შენს ხელში, რათა შექმნა ცხოვრება,
რომელსაც იმსახურებ, და ეს წიგნი ზუსტად გიჩვენებს,
როგორ უნდა გააკეთო ეს. კარგად გასაგები ენით დაწერილი ამ გზამკვლევით მელ რობინსი გვიზიარებს საკუთარ განცდებს, გამორჩეულ მაგალითებს, მთავარ აზრებსა და თანამედროვე კვლევებს, გვაცნობს მსოფლიო დონის ექსპერტებს ფსიქოლოგიის, ნეირომეცნიერების, ურთიერთობების, ბედნიერებისა და უძველესი სიბრძნის სფეროში, რომელთა აზრებიც თანხვედრაშია ”ნება მიეცი მათ“ თეორიასთან. ”ნება მიეცი მათ“ თეორია სრულად შეცვლის შენს შეხედულებასა და დამოკიდებულებას ურთიერთობების, კონტროლისა და საკუთარი ენერგიის მიმართ.
Description
Additional information
| სერია | ლურჯი ოკეანე |
|---|---|
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| გამოშვების წელი | 2025 |
| ISBN | 9789941385636 |
| ჟანრი | თვითგანვითარება |


Reviews
There are no reviews yet.