მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად აღიარებული „მკვდარი სულები“
ნიკოლაი გოგოლმა 1842 წელს გამოაქვეყნა.
„მკვდარი სულების“ სათაური, რუსეთის იმპერიაში დომინანტური იდე-
ოლოგიის თანახმად, ოქსიმორონია – სული მაშინ უკვდავად ითვლე-
ბოდა და ამიტომაც ცენზურა კარგა ხანს არ აძლევდა მწერალს რომა-
ნის გამოქვეყნების უფლებას. თუმცა, ამ სათაურს ორმაგი დატვირთვა
აქვს: ერთი მხრივ, ჩიჩიკოვი მართლაც გარდაცვლილი გლეხების სუ-
ლების საყიდლად ჩადის ქალაქ N-ში, მაგრამ, მეორე მხრივ, ავტორი,
რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო ქრისტიანობა, მიგვანიშნებს
იმაზეც, რომ არ შეიძლება რომანის პერსონაჟების – ჩიჩიკოვისა და
სხვების – ყოველგვარ ქვენა გრძნობას დამონებული სულები უკვდა-
ვად ჩაითვალოს.
„მკვდარ სულებს“ გოგოლმა პოემა უწოდა. არ არის გამორიცხული,
რომ ამ ჟესტით მწერალმა უპასუხა ალექსანდრ პუშკინს, რომელმაც
დაახლოებით ათი წლით ადრე გამოქვეყნებული პოემა „ევგენი ონე-
გინი“ რომანად მონათლა. ცნობილია ასევე ისიც, რომ გოგოლს სწო-
რედ პუშკინთან საუბრის შემდეგ გაუჩნდა „მკვდარი სულების“ შექმნის
იდეა.
რომანის სიუჟეტი მარტივია, მაგრამ, ამასთანავე, ეს არის წიგნი, რო-
მელშიც სოციალური, იგავური და ფილოსოფიური დინებები ერთმა-
ნეთში ოსტატურადაა გადახლართული; ხოლო პასაჟები, რომლებიც
თითქოს დაუჯერებლად გვეჩვენება, უჩვეულო მხატვრული სიმართ-
ლით გამოირჩევა.
Description
Additional information
| სერია | 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ |
|---|---|
| ყდის ტიპი | მაგარი |
| წიგნის ენა | ქართული |
| ISBN | 9789941384943 |
| ჟანრი | მხატვრული ლიტერატურა |


Reviews
There are no reviews yet.